ახალი ამბები

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს როგორც დაცვის მხარე, ისე პროკურატურა.  

გელა ხვედელიძე გასული წლის მაისში დააპატიმრეს, თუმცა ორ დღეში 5 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ჩანაწერების არქივს კურირებდა, ვიდეომასალა ინტერნეტში „შურისძიების“ მიზნით გაავრცელა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხვედელიძეს ბრალდებებს უყენებდა.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button