პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სლოვენიაში, ვატიკანში, ინდოეთსა და ქუვეითში საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის თაობაზე.
სლოვენიაში საქართველოს ახალი ელჩი ზურაბ ბექაია (1 მაისიდან); ვატიკანში – თამარ გრძელიძე (1 ივნისიდან); ინდოეთში – ლევან ნიჟარაძე (3 აპრილიდან) და ქუვეითში როლანდ ბერიძე (2 ივნისიდან) იქნება – ოთხივე მათგანი კარიერული დიპლომატია.