ახალი ამბები

პრეზიდენტმა ოთხი ახალი ელჩი დანიშნა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სლოვენიაში, ვატიკანში, ინდოეთსა და ქუვეითში  საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის თაობაზე.

სლოვენიაში საქართველოს ახალი ელჩი ზურაბ ბექაია (1 მაისიდან); ვატიკანში – თამარ გრძელიძე (1 ივნისიდან); ინდოეთში – ლევან ნიჟარაძე (3 აპრილიდან) და ქუვეითში როლანდ ბერიძე (2 ივნისიდან) იქნება – ოთხივე მათგანი კარიერული დიპლომატია.

მსგავსი/Related

Back to top button