„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 7.8% შეადგინა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ეს მაჩვენებელი 8.4% იყო.
„საქსტატმა“ ოდნავ გაზარდა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თავდაპირველად გამოქვეყნებული 3.1%–დან 3.2%–მდე. 2014 წელს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%–ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ეკონომიკური აქტივობა ბოლო თვეებში გამოცოცხლდა, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის წყალობით და ეს ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.