ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა, რომელიც 23 იანვარს დარეგისტრირდა.

ივანიშვილი, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარეა, სამომავლო გეგმების დეტალებზე 28 იანვარს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ივანიშვილს 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე პრემიერ–მინისტრის პოსტი ეკავა, ვიდრე ნებაყოფლობით დატოვებდა ამ თანამდებობას და ირაკლი ღარიბაშვილს დაასახელებდა თავის შემცვლელად.

ივანიშვილმა განაცხადა ნოემბრის ბოლოს, რომ ის მიდიოდა პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩებოდა "აქტიურ მოქალაქედ“ მთავრობაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version