ქართული ოცნების ხელმძღვანელობა შაბათს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას განიხილავს

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების დეპუტატები, მთავრობის წევრები და კოალიციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები 2 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელონ.

შეხვედრა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე გაიმართება, განაცხადა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version