civil.ge
ბათუმს ნატოს სამი გემი სტუმრობს
თურქეთის საზღვაო ძალების გემი Erdemli და გერმანიის საზღვაო ძალების გემი Rottweil გვერდიგვერდ დგანან ბათუმის პორტში. ფოტო: ნატო/HQ MARCOM ბათუმს 6 სექტემბერს ნატო–ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის (SNMCMG2) სამი გემი ეწვია. კერძოდ, ბათუმს ორი გერმანული – Mosel და Rottweil და ერთი თურქული – Erdemli გამნაღმველი ფრეგატი ეწვია. ბათუმში ჩასვლამდე ნატოს სამივე გემი სევასტოპოლის …