განათლების ახალი მინისტრი დაინიშნა

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 18 ივლისს თამარ სანიკიძე განათლების ახალ მინისტრად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი შეცვალა.

სანიკიძე, რომელიც აგვისტოში 35 წლის გახდება, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო დაწინაურებამდე. მანამდე იგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ფინანსური დირექტორი იყო, სანამ 2012 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა.  მარგველაშვილი კი GIPA–ს რექტორი იყო, სანამ 2012 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებდა.

მარგველაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებდა მას მინისტრის პოსტის დატოვებას საპრეზიდენტო კამპანიის დროს, იგი გადადგებოდა, რათა არავისთვის მიეცა იმის თქმის საშუალება, რომ კამპანიის დროს მის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება.

სანიკიძეს, რომელიც მთავრობის მეოთხე ქალბატონი წევრი გახდა, პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდებოდა თანამდებობის დასაკავებლად. პარლამენტის თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც მთავრობის წევრთა ერთი მესამედი იცვლება.

ეს უკვე მეორე ცვლილებაა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობაში მას შემდეგ. რაც კოალიცია ქართული ოცნება 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს გადადგომა მოუწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი მისი სამინისტროდან მაისის დასაწყისში სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო ამ საქმეზე ჯერ არ გამართულა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version