ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია

კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატი შეარჩია, რომელსაც დღეს მოგვიანებით დაასახელებს, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს კოალიციის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ.

„16:30 საათზე იქნება შეხვედრა უმრავლესობასთან; უმრავლესობას გააცნობს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას… ამის შემდეგ, დაახლოებით, 5 საათისთვის პრემიერი გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, რთული იყო თუ არა კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღება, ფანჯიკიძემ უპასუხა: „არა. ერთი კანდიდატი, პირველი, რომელიც იქნა წარმოდგენილი, მან დაიმსახურა პოლიტსაბჭოს ყველა წევრის მოწონება და მხარდაჭერა და ამიტომ პოლიტსაბჭო შეთანხმდა ამ ერთ კანდიდატზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version