პრეზიდენტი სააკაშვილი 6 აპრილს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს სტუმრობს, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს; დაგეგმლია ასევე მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულთან.
2 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ანკარასთან დაგეგმილი შეთანხმების ზოგიერთ დეტალზე მასსა და საქართველოს მთავრობას შორის სადაო საკითხების გარკვევას შეეცდება.