„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე დანიშნა.
ბახტაძე, რომელსაც INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ს კვალიფიკაცია მიენიჭა, მანამდე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ირაკლი ეზუგბაიამ 2012 წლის ოქტომბერში ეს თანამდებობა დატოვა.