საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანია, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფება, თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 18 მარტს.
„როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ვიზიტის ფარგლებში ალასანია ასევე გეგმავს შეხვედრას თავდაცვითი მრეწველობის მინისტრთან იავერ ჯამალოვთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ასევე სტუმრობს ბაქოს 18–19 მარტს.