გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდება

საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ტარიფის 5 თეთრით გაიაფების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„1 მარტიდან სრულიად საქართველოს ექნება საშუალება უკვე მიიღოს შემცირებული გაზის ტარიფი“, – განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.

მანამდე მან ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ განუცხადა, რომ გაზის ტარიფის 10%-ით შემცირება შესაძლებელი გახდა ნავთობის და გაზის კორპორაციის მოგების ხარჯზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა, რათა შემდგომი კლების საშუალებები გამოინახოს.

ტარიფის კლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაამტკიცებს.

მანამდე კი გაზის ტარიფი დედაქალაქის მომხმარებლებისთვის 50.62 თეთრს შეადგენს ერთ კუბამეტრზე, ხოლო რეგიონებში ეს ტარიფი 49–დან 55 თეთრამდე მერყეობს.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მესაკუთრეა „ყაზტრანსგაზი“, რომელიც ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ”ყაზმუნაიგაზის“ შემადგენელი ნაწილია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ  კომპანია SOCAR–ი ერთადერთი გაზგამანაწილებელი კომპანია გახდა საქართველოში, დედაქალაქ თბილისის გარეთ მას შემდეგ, რაც მან კომპანია „იტერა–საქართველო“ იყიდა.

ბუნებრივ აირის გაიაფებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კლება

 

Exit mobile version