პრეზიდენტი სააკაშვილი 27 თებერვალს ორდღიან ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანში, განაცხადა მისმა პრესსამსახურმა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოკტაი ასადოვს შეხვდება.