civil.ge
ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკებებში შესაძლო პროგრესზე მიანიშნებენ
პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ მიანიშნეს, რომ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში საერთო ენის გამონახვის პოტენციალი არსებობს. ამჟამად, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა მოლაპარაკებებს მართავს 2013 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი ახალი საკონსტიტუციო დებულებების „დიდი ნაწილის“ ვადამდელი ამოქმედების შესაძლებლობაზე. ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც წინა პარლამენტმა 2010 წელს მიიღო, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის …