პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ორშაბათს საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მივიდა, რათა მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს ის მთავარი საკითხები, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ბოლო დროს უთანხმოების წყაროს წარმოადგენს.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას ზღუდავს, როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს პრეზიდენტის სასახლის შესასვლელში მიეგება, ასევე ესწრება სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრას.