აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა 1 მარტს გაიმართება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 1 მარტს შეხვდება. 

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრა ევროპაში გაიმართება, თუმცა ზუსტი ადგილის დადგენაზე  მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის პირველი ასეთი შეხვედრა 2012 წლის 14 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა, სადაც მხარეები რეგულარული პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა, რის შემდეგაც მათი ოფიციალური კონტაქტი ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს. ამ ფორმატს ცოტა ხნის წინ ასევე დაემატა პირდაპირი მოლაპარაკებები. ამასთან, შვეიცარია კვლავ განაგრძობს ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლის შესრულებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version