საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 28 იანვარს ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგას რადოსლავ შიკორსკის შეხვდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს; მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ვარშავის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პოლონეთში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სენატის სპიკერს ბოგდან ბორუსევიჩს, სეიმის ვიცე-სპიკერ ცეზარ გრაბარჩიკს, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკის და ასევე დეპუტატებს პოლონურ–ქართული საპარლამენტო ჯგუფიდან.