შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 21 დეკემბრის 10 საათზე „მოწმის სახით“ დაკითხვაზეა დაბარებული.
ადეიშვილმა საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
შსს-ს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საქმესთან დაკავშირებით სურთ ადეიშვილის დაკითხვა, თუმცა აღნიშნულია, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრის დაბარება შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მოხდა.
„დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.