ივანიშვილი პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ის 12-14 ნოემბერს შეხვედრებს გამართავს ევროკავშირისა და ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ორშაბათს ივანიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის; ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ასევე გეგმავს შეხვედრას  ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართავს შეხვედრას.

პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე ესტუმრება ბრიუსელს 13-14 ნოემბერს, სადაც ის  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.

მანამდე პრეზიდენტი სააკაშვილი პრაღას სტუმრობს, სადაც ის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას. მისი ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version