სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა თავის ქართველ კოლეგას, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრობა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით შესაძლებელი გახდება ახალი მუხტის მინიჭება ორმხრივი ურთიერთობისთვის, რომელიც სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიციებს ეფუძნება“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებაში, რომელიც 25 ოქტომბერს მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ვიყენებ რა შესაძლებლობას, მინდა დაგპატიჟოთ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში თქვენთვის მოსახერხებელ დროს“, – განაცხადა სარგსიანმა.