სს „საქართველოს რკინიგზის “ გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ეზუგბაიამ დღეს თანამდებობა დატოვა, რომელიც მას შვიდი წლის განმავლობაში ეკავა.
ეზუგბაიამ, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი 2005 წლის ოქტომბერში, 26 წლის ასაკში გახდა, აღნიშნა 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად“.
„მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ კველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო“, – განაცხადა მან.