ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 14 ოქტომბერს ხაშურის ერთმანდატიანი ოლქის კიდევ ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.
განმეორებითი კენჭისყრა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად სულ ცხრა უბანზე ჩატარდება; ესენია: №1, №2, №3, №8, №9, №10, №13, №45 და №46 უბნები.
განმეორებითი კენჭისყრა 14 ოქტომბერს ასევე გაიმართება სიღნაღის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე და გორის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე.