შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი კალანდაძემ შეცვალა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს.

დევი ჭანკოტაძე ამ თანამდებობაზე 2009 წლის მარტიდან მსახურობდა.

32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე 2007–2009 წლებში მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო; 2009 წელს იგი დააწინაურეს და სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილედ დანიშნეს; ერთი წლის შემდეგ იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. პარალელურად, იგი 2011 წლამდე სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობებსაც ასრულებდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version