პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს.
ტელეკომპანიების ოპერატორები და ფოტოგრაფები პრეზიდენტის რეზიდენტიაში დილის 10:30 საათისთვის დაიბარეს.
როგორც მოსალოდნელია, შეხვედრას „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, კერძოდ იმ ჯგუფების წევრები, რომლებიც ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებში არიან ჩართული.