ქართული ოცნება: კლინტონი ტელეფონით ივანიშვილს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კლინტონმა ივანიშვილს და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, განაცხადა კოალიციამ 4 ოქტომბერს. 

„ჰილარი კლინტონმა და ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ და დასძინა, რომ ივანიშვილმა „აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version