პატრიარქი პატიმართა წამების ფაქტების შესახებ

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ „შემაძრწუნებელი“ უწოდა საპატიმროებში პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომელთა გამოსაძიებლად კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.

„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, პირადად ჩემი სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს: გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში“, – განაცხადა ილია მეორემ. 

„ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს“, – განაცხადა პარტიარქმა, „ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები“.

Exit mobile version