რუსმა მესაზღვრეებმა მიმდინარე თვეში იარაღისა და საბრძოლო მასალების ოთხი სამალავი აღმოაჩინეს „საქართველო–აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების გატარებისას“, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 28 აგვისტოს.
ამავე ცნობის მიხედვით, „ეს-პე-გე 9“ ტიპის ყუმბართმტყორცნი, ასევე ორმოცამდე სხვადასხვა ტიპის ყუმბარები და საარტილერიო ჭურვები იქნა აღმოჩენილი.
ნაპოვნი იარაღი და საბრძოლო მასალები განადგურდა, იტყობინება „აფსნიპრესი“ სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებული რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დანაყოფის პრესსამსახურზე დაყრდნობით.