ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
როლანდ ახალაია, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა; მისი მეორე შვილი, დათა ახალაია კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
როლანდ ახალაიას კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ალასანია იქნება.