პრეზიდენტი სააკაშვილი თურქეთში იმყოფება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან.