„საქსტატის“ მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%–ით გაიზარდა და 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი გერმანიიდან შემოვიდა – 131.1 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 32.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 27.3 მლნ აშშ დოლარი; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 21.7 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 21.6 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 19.8 მლნ აშშ დოლარი.
2012 წლის პირველ კვარტალში გადამამუშავებელმა მრეწველობამ და საფინანსო სექტორმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი მოიზიდა – 64.5 მლნ აშშ დოლარი და 62.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 38.1 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 20.9 მლნ აშშ დოლარით; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 19.5 მლნ დოლარით; ენერგეტიკა – 18.3 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 5.6 მლნ აშშ დოლარით; რესტორნები და სასტუმროები – 4.4 მლნ აშშ დოლარით.