დავით საყვარელიძემ, რომელმაც დღეს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის და პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, შესაძლოა თბილისის კრწანისის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
მმართველი პარტიის პრესსამსახურში Civil.ge-ს დაუდასტურეს, რომ საყვარელიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ის ნამდვილად კრწანისში იყრის ის კენჭს თუ სხვა რომელიმე ოლქში.
საყვარელიძე, რომელმაც დეტალების დაკონკრეტების გარეშე დაადასტურა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსინჯოს საკუთარი ძალები, პროკურატურის სტრუქტურებში 2007 წლიდან, ხოლო მანამდე სხვადასხვა პერიოდში ქალაქ თბილისი მერიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.