ირლანდიის ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეიმონ გილმორი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეა, 12–13 ივნისს საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
იგი თბილისში სომხეთიდან ჩამოვა და შემდეგ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
„ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის მთავარი პრიორიტეტია პროგრესის მიღწევა გაჭიანურებული კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარებისკენ. ვიზიტის დროს მოქმედი თავმჯდომარე განიხილავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს, საქართველოში 2008 წლის კონფლიქტიდან მოყოლებულ საკითხებს და ეუთოსთან თანამშრომლობას, კერძოდ მის ოფისებთან ერევანსა და ბაქოში“, – ნათქვამია ეუთოს მიერ 6 ივნისს გავრცელებულ პრეს–რელიზში.