აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამ ახალ სფეროზე გააკეთა განცხადება.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი კურსისთვის წვრთნას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროების და ცის დაცვა“, – განაცხადა მან, „ჩვენ გავაუმჯობესებთ საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგის და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ საქართველოს უზრუნველყოს 21–ე საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ“.
„ყველა ამ ძალისხმევით საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით“, – განაცხადა კლინტონმა.