ორშაბათს დილით გალში მილიციის ორი თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მკვიდრი მოკლეს, იტყობინება „აფსნიპრესი“.
მკვლელობა გალის ერთ–ერთ კაფეში მოხდა, სადაც ორი დაუდგენელი პირი შევარდა და განურჩეველი სროლა ატეხა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები დაუდგენელი მიმართულებით ავტომანქანით გაუჩინარდნენ.
გალის რაიონის მილიციის მაიორის ლეონიდ კვიცინიას, სისხლის სამართლის სამძებროს ოპერრწმუნებულის დევი ბუავას და სოფელ ნაბაკევის მკვიდრის გულთაზი ყოლბაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის ორი მუხლით –ორი და მეტი ადამიანის სახიფათო მეთოდით მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა, იტყობინება „აფსნიპრესი“ პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.