2012 წლის საბიუჯეტო ცვლილებათა წინადადებები

2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად მიმდინარე კვირაში წარუდგინა, შემოსავლები არსებული 6.839 მლრდ ლარიდან 7.050 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 6.554 მლრდ ლარიდან 6.713 მლრდ ლარამდე იზრდება.

საბიუჯეტო ზრდა, "სხვა შემოსავლების" 120 მლნ ლარით ზრდასთან ერთად, ასევე განპირობებულია გრანტების მოცულობის 90.3 მლნ ლარით გაზრდით. ცვლილებების დამტკიცების შედეგად გრანტების მთლიანი მოცულობა 330.6 მლნ ლარს მიაღწევს. 

როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დამატებითი თანხები ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 297 მლნ ლარიდან 362 მლნ ლარამდე.

ყველაზე მეტ თანხას, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები მიიღებენ. საბიუჯეტო ცვლილებები სულ 11 სამინისტროს შემდეგნაირად შეეხება:

მიმდინარე საარჩევნო წელს ცვლილება შეეხება ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებას, რომელსაც არსებული 41.6 მლნ ლარის დაფინანსება 46.3 მლნ ლარამდე გაეზრდება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პროგრამისთვის გათვალისწინებული 4.7 მლნ ლარის ბიუჯეტში ასახვის გამო.

საპარლამენტო განხილვების შედეგად ცვლილებათა პარამეტრებში შესაძლოა გარკვეული შესწორებები შევიდეს.  

Exit mobile version