შსს: ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გაუვნებელყოფილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს განაცხადა, რომ დააკავა „პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ქალაქ ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება“.

სამინისტროს მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალური ოპერაციების ცენტრის გამნაღმელებმა გაუვნებელყვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღეს დილიდან ზუგდიდის პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული იყო პოლიციის მიერ. ქართული მედია საშუალებების ცნობით, პროკურატურასთან სამართალდამცავების მიმდინარე მოქმედებები უკავშირდება ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც იმ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

 

 

Exit mobile version