სოხუმში წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტუვალუს პრემიერ–მინისტრი ვილი თელავი ჩავიდა და 7 მარტს აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
“აფსნიპრესის“ ცნობით, ტუვალუს პრემიერ–მინისტრმა დახმარება აღუთქვა სეპარატისტულ რეგიონს საერთაშორისო დონეზე მისი შემდგომი აღიარების საქმეში.
“ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენ დამოუკიდებლობას, რომელიც მოვიპოვეთ უზარმაზარი დანაკარგების ფასად. ჩვენ არ დავიხევთ უკან ამ გადაწყვეტილებიდან“, – განაცხადა ანქვაბმა.
ტუვალუს პრემიერ–მინისტრი სოხუმში 10 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა, რუსეთის საგარეო უწყების თანახმად.
პირველად ვილი თელავი სოხუმს სექტემბერში სტუმრობდა, რომლის დროსაც, მან აფხაზეთთან, მოგვიანებით კი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე შეთანხმება გააფორმა.
თებერვალში საქართველომ ტუვალუსთან, რომელსაც ფინანსური დახმარების სახით 2010 წლის სექტემბერში 12 ათასი აშშ დოლარი აღუთქვა, ერთი წლის წინ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.