პრეზიდენტი სააკაშვილი 6 მარტს ორდღიანი ვიზიტით ბაქოს ეწვევა, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრა აზეირბაიჯანი მილი მეჯლისის ხელმძღვანელობასთან; ასევე რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება.
„ჩვენ გაგვაჩნია როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები. ამ საკითხების უმაღლეს დონეზე განხილვა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა კალანდაძემ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე.