მოსკოვი ანქვაბზე თავდასხმას გმობს

მოსკოვმა განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“ აფხაზეთის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის გამო და აღნიშნა, რომ ეს იყო სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა სეპარატისტულ რეგიონში 10 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

„ნათელია, რომ საუბარია რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაზე საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, „ვიმედოვნებთ, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები მალე გამოვლინდებიან“.

„პრეზიდენტ ანქვაბის მიერ გატარებული კურსი, რომელიც აფხაზეთის მშვიდობიანი განვითარებისკენაა მიმართული, რუსეთში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კურსის რეალიზაციისთვის ხელის შეშლის მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

Exit mobile version