აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში იმყოფება

აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტა ვოლანდერი ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფება.

იგი პრეზიდენტ სააკაშვილს 22 თებერვალს შეხვდა.

აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ–ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის ვიზიტის დროს დაიგეგმება კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმება, რომელსაც 30 იანვარს პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

Exit mobile version