შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ორმხრივ შეხვედრებზე განხილული იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის დეტალები და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რაზეც ბელორუსის მხარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა“, – ნათქვამია საქართველოს შსს–ს მოკლე ინფორმაციაში.
ვალერი ვაკულჩიკმა, რომელიც ახლადშექმნილი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე პრეზიდენტის ოპერატიულ–ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობდა, მერაბიშვილთან შეხვედრა შეაფასა, როგორც „სასარგებლო“, „ძალიან საჭირო“ და „ფართო პერპექტივების“ მქონე.