ბიბილოვი განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ ნოემბერში გაბათილებულ მეორე ტურში დაამარცხა, 6 თებერვალს განაცხადა, რომ მარტის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღეს.

ბიბილოვმა, რომელსაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს, ყოფილ კანდიდატებს მოუწოდა მიბაძონ და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა წარსული დაძაბულობის მონაწილეებმა ხელი არ შეუშალონ 25 მარტის არჩევნებს.

მანამდე ჯიოევამაც განაცხადა, რომ არ აპირებს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ამ განზრახვის განსხვავებული მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, მან უკვე მოიგო არჩევნები ნოემბერში და განმეორებითი არჩევნები უკანონო იქნება. ჯიოევამ ასევე განაცხადა, რომ იგი 10 თებერვალს საკუთარ ინაუგურაციას გამართავს. 

ბიბილოვმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯიოევა ჰყავდა მხედველობაში, მოუწოდა მათ, „ვისაც ჯერ არ მიუტოვებია წინააღმდეგობის ლოგიკა, არ განახორციელონ სხვადასხვა ანტიკონსტიტუციური ქმედებები“.     

Exit mobile version