ვაშაძე ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 16 იანვარს ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა.

“შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 17 იანვარს.

Exit mobile version