18–19 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქმენეთს.
„ბევრი საკითხი დაგვიგროვდა, განსაკუთრებით ორმხრივი საკითხები, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ ჭრილში და სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქმენეთის პრეზიდენტთან, ვიცე–პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.