პარტიები ქალი კანდიდატების პარტიულ სიაში წარდგენისთვის ფინანსურად წახალისდებიან

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარტიულ სიებში ქალ დეპუტატობის კანდიდატებს ჩასვამენ,  ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.

23 დეკემბერს საარჩევნო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ გადაწყდა ვენეციის კომისიის ერთ–ერთი რეკომენდაციის გაზიარება და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის მოგვარება.

გეგმის თანახმად, პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი პარტიულ სიებში ქალთა რაოდენობას დაუკავშირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიებს რაიმე კვოტები დაუწესდებათ.

ქალ კანდიდატებთან დაკავშირებული პარტიული დაფინანსების სქემა ჯერ დაზუსტებული არ არის. გარდა საარჩევნო კოდექსისა, ამ ცვლილებას ასახვა დასჭირდება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში –  ამ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტი ამჟამად მიმდინარეობს.

საპარლამენტთაშორისო კავშირის მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა პროპორციულობა ყველაზე დაბალია ეუთოს რეგიონში (კვლევა პარლამენტის ქვედა პალატებს მოიცავს).

Exit mobile version