საქართველოს რუმინეთში, საბერძნეთში ახალი ელჩები ჰყავს

პარლამენტმა 20 დეკემბერს მხარი დაუჭირა რუმინეთსა და საბერძნეთში ახალი ელჩების დამტკიცებას.

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ილია გიორგაძემ დაიკავა, რომელიც ბოლოს ავსტრიასა და ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში დესპანად მუშაობდა.  

საბერძნეთში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე გახდა, რომელიც ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ფინეთში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად მუშაობდა.

Exit mobile version