აშშ–ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მაბუსი 18–19 ნოემბერს საქართველოს ეწვევა.
რეი მაბუსი, რომელიც აშშ–ის საზღვაო ძალებს და საზღვაო ქვეითთა კორპუსს კურირებს, საქართველოს მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდება.
თბილისში აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.