რუსეთის საგარეო უწყება: ‘აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ელჩებს ვმო–ზე ინფორმაცია მიეწოდათ’

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები გუშინ მოსკოვში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ელჩებს შეხვდნენ და მოსკოვსა და თბილისს შორის ვმო–სთან დაკავშირებით გასულ კვირას ხელმოწერილი შეთანხმების ძირითადი შინაარსი გააცნეს.

„რუსულმა მხარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ მოცემული შეთანხმება სრულად ითვალისწინებს ახალ რეგიონალურ რეალობებს და არ აკნინებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც  დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს.     

Exit mobile version