საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი 16 ნოემბერს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.
ეშტონის მომდევნო კვირის ოფიციალური განრიგის თანახმად, იგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, ხოლო 17 ნოემბერს სომხეთში გაემგზავრება.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ეშტონი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 17–18 ნოემბერს ევროკავშირი–რუსეთის პარტნიორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.
ეს ეშტონის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში; იგი ქვეყანას შარშან ივლისშიც სტუმრობდა, რომლის დროსაც მან ასოცირებულ შეთანხმებაზე ევროკავშირი–საქართველოს მოლაპარაკებები გახსნა.